ინდონეზია ოფიციალურად გახდა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატი. როგორც სააგენტო ფრანს პრესი (AFP) წერს, განაცხადი უკვე გადაცემულია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, შვეიცარიაში, ინდონეზიის ელჩ მულიამან ჰადადის მიერ.
„დღეს შესაფერისი დროა იმის საჩვენებლად, თუ რა შეუძლია ინდონეზიას, როგორც დიდ ქვეყანას“, – განაცხადა ჰადადმა.
შარშან, ინდონეზიამ აზიის თამაშებს უმასპინძლა.
2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს ასევე ინდოეთმა, კორეის რესპუბლიკამ (სამხრეთ კორეა) და კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (ჩრდილოეთ კორეამ).