ინდოეთმა ოლიმპიადის მასპინძლობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა #1TVSPORT
ინდოეთმა ოლიმპიადის მასპინძლობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა #1TVSPORT

ინდოეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური განაცხადი შეიტანა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 2036 წელს ზაფხულის თამაშების ჩატარებაზე.

ინდოეთი შეუერთდა იმ ცხრა ქვეყანას, რომლებიც იბრძვიან 2036 წლის ოლიმპიადის ჩატარებისთვის, მათ შორის არიან მექსიკა, ინდონეზია, თურქეთი, პოლონეთი, ეგვიპტე და სამხრეთ კორეა.

შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელესი (აშშ) მიიღებს 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადას, 2032 წელს კი ოლიმპიადის მასპინძელი იქნება ბრისბენი (ავსტრალია).