2036 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, შესაძლოა, ინდოეთის ოთხ ქალაქში გაიმართოს, მათ შორის, აჰმედაბადში, სადაც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი არენა მდებარეობს.
„ოლიმპიური თამაშები შეიძლება ინდოეთის სამ ან ოთხ ქალაქში ჩატარდეს. მე უკვე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან 2036 წლის თამაშების მასპინძლობისთვის განაცხადის მოსამზადებლად. უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ თუ ინდოეთი მიიღებს ოლიმპიადას, გახსნის ცერემონია აჰმედაბადში „მოტერას“ სტადიონზე გაიმართება. ეს საუკეთესი სტადიონია მსოფლიოში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ოლიმპიადის ჩატარების შესანიშნავი შანსები გვაქვს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ღირსეული კონკურენტები გვყავს“, – განაცხადა ინდოეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ნარინდერ ბატრამ.
„მოტერას“ სტადიონი 1983 წელს აშენდა და რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. დღეს მისი ტევადობა 132 ათასი მაყურებელია.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ 2036 წელს ოლიმპიადის ჩატარებით დაინტერესებულები არიან ჩინეთის, ინდონეზიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, მექსიკის, გერმანიისა და ისრაელის ქალაქები.