„ინდიანამ“ ტორონტო ოვერტაიმში დაამარცხა, ბითაძეს კვლავ არ უთამაშია (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა „ინდიანა პეისერსმა”. ნეიტ მაკმილანის გუნდმა საკუთარ არენაზე მოქმედ ჩემპიონ „ტორონტოს” უმასპინძლა და მეტოქეს ოვერტაიმში, დაძაბულ ბრძოლაში 120-115 დაამარცხა. სამწუხაროდ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველ ცენტრს „პეისერსის” თავკაცი თავის გამოჩენის საშუალებას კვლავ არ აძლევს.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანები 24-24 ქულით ტი ჯეი ვორენი და მაელს ტერნერი გამოდგნენ. დომანტას საბონისმა 12 ქულითა და 17 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. 19 ქულითა და 10 პასით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ახალგაზრდა აარონ ჰოლიდეის.

კანადური გუნდის რიგებში ყველაზე მეტი 30 ქულა კაელ ლაურიმ დააგროვა, მას ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. 21 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა ფრედ ვანვლეტმა. 15 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში ოჯი ანუნობიმ.

„ინდიანას” აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგება და 10 მარცხი აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. „ტორონტო” კი 21 მოგებითა და 9 მარცხით მე-4 პოზიციაზეა.

კლივლენდი – ატლანტა 121-118

დეტროიტი – ფილადელფია 109-125

ნიუ იორკი – ვაშინგტონი 115-121

ორლანდო – ჩიკაგო 103-95

მაიამი – იუტა 107-104

მემფისი – სან ანტონიო 115-145

ფინიქსი – დენვერი 111-113

პორტლენდი – ნიუ ორლეანი 94-102

საკრამენტო – ჰიუსტონი 104-113

გოლდენ სტეიტი – მინესოტა 113-104