გოგა ბითაძე 2023-24 წლების სეზონიდან „ინდიანაში“ აღარ ითამაშებს. კლუბმა მას ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზა. ეს სამშაბათამდე უნდა მოესწრო, რადგან დედლაინი სწორედ ამ დროისთვის იყო დანიშნული.
ბითაძე „ინდიანა პეისერსში“ 2019 წლის დრაფტის შემდეგ მოხვდა და გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2023 წლის ივლისში ეწურება. თუ კლუბს მოთამაშის შენარჩუნება სურდა, ახალი ხელშეკრულება სამშაბათამდე უნდა შეეთავაზებინა, თუმცა „პეისერსმა“ ეს არ გააკეთა.
მიზეზზე გამოცემა „სპორტს ილუსტრეიტედი“ წერს:
„გოგა ბითაძის თამაში რთულად პროგნოზირებადი იყო, ის ამჟამად გუნდის მესამე ცენტრია და ახალი კონტრაქტის არშეთავაზებით „ინდიანამ“ დაგვანახა, რომ ბითაძეზე სამომავლოდ გათვლებს არ აკეთებს“.
თავის მხრივ, ქართველ ცენტრს დადებითად ახასიათებს გუნდის მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი:
„გოგა ძალიან ნიჭიერი მეხუთე ნომერია. თამაშის რიტმს მშვენივრად გრძნობს და სროლაც შეუძლია. პასებსაც აკეთებს და დაფარებებშიც გამორჩეულია. ფარსაც იცავს და სამქულიანსაც აგდებს. ასეთი მონაცემების კალათბურთელები „ხეზე არ ასხია“.
იმედი დავიტოვოთ, რომ ამ სეზონში კარლაილი გოგა ბითაძეს სათანადოდ ენდობა და ქართველი მომავალ ზაფხულს დაიმსახურებს დაიმსახურებს კონტრაქტს ისეთ გუნდთან, რომელშიც საკმარისი სათამაშო დრო მიეცემა.