„ინდიანა პეისერსმა“ ლიგის ისტორიაში პირველი ქალი გენერალური მენეჯერის ასისტენტი წარადგინა
კელი კრაუსკოფი პირველი ქალი გახდა, რომელიც NBA-ს გუნდის გენერალური მენეჯერის ასისტენტად იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
კრაუსკოფი აქამდე ქალთა გუნდის „ინდიანა ფევერის“ პრეზიდენტი იყო. ის ასევე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრებში.
„ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემპიონი და წარმატებული გუნდის შენება და უმაღლესი საფეხურზე აყვანა სქესით არ განისაზღვრება. რა თქმა NBA-ში მუშაობა განსაკუთრებული მოვლენაა და ეს ჩემთვის ახალი, უდიდესი გამოწვევაა,“ – განაცხადა კელი კრაუსკოფმა.