„ინდიანა პეისერსი“ მზადაა საბონისისა და ტერნერის გასაცვლელად #1TVSPORT
„ინდიანა პეისერსი“ მზადაა საბონისისა და ტერნერის გასაცვლელად #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს შესაძლო გაცვლაზე, რომლის ცენტრში იქნება კარის ლევერტი, აგრეთვე, დომანტას საბონისი ან მაილზ ტერნერი, – იტყობინება გამოცემა The Athletic. კლუბი შემადგენლობის შეცვლის გზას დაადგა.

დღეისთვის „პეისერსი“ მე-13 ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 მოგებითა და 16 წაგებით. აღმოსავლეთ კონფერენციაში ის მხოლოდ „ორლანდოსა“ და „დეტროიტს“ უსწრებს.

გასულ სეზონში გუნდი მეცხრე ადგილზე გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციაში.