ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა
ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ფინალში გასასვლელად ერთმანეთს შეხვდებიან – რუმინელი სიმონა ჰალეპი და იაპონელი ნაომი ოსაკა.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ჰალეპს 2 საათი და 23 წუთი დასჭირდა ხორვატი პეტრა მარტიჩის (52-ე ჩოგანი) დასამარცხებლად – 6:4, 6:7(5), 6:3. რუმინელისთვის ეს მესამე გასვლაა ინდიან უელსის ნახევარფინალში.

ჰალეპი დიდ უპირატესობას ფლობდა მატჩში, მაგრამ 13 ბრეიკპოინტიდან მხოლოდ ოთხის გამოყენება შეძლო. რეიტინგის ლიდერს კრიტიკული მომენტი მესამე სეტის სტარტზე ჰქონდა, როცა საკუთარი გეიმი წააგო და 1:3 ჩამორჩა, თუმცა შეძლო მობილიზება და ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით, ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

20 წლის ნაომი ოსაკამ ​ინდიან უელსში თავისი სენსაციური გამოსვლა გააგრძელა. პირველ ორ წრეში მან რუს მარია შარაპოვასა და პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას ორ-ორ სეტში მოუგო, ამჯერად კი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი კაროლინა პლიშკოვა ასევე ორ სეტში დაამარცხა – 6:2, 6:3.

პირველ სეტში იაპონელმა ორი ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორეში ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, ორჯერ გათანაბრდა ანგარიში, რის შემდეგაც, ოსაკამ ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაასრულა მატჩი და პირველად ითამაშებს ასეთი დონის ტურნირის მეოთხედფინალში.