ინდიან უელსის "მასტერსს" მეორე ნომერი გამოეთიშა, ყველა მერვედფინალისტი ცნობილია 
ინდიან უელსის "მასტერსს" მეორე ნომერი გამოეთიშა, ყველა მერვედფინალისტი ცნობილია 

ინდიან უელსის “მასტერსზე” კაცების 1/16 ფინალის ეტაპი დასრულდა და პრესტიჟულ ტურნირს მეორე ნომრად განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა. ეს არის წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის ხორვატი ფინალისტი მარინ ჩილიჩი, რომელმაც ორ სეტში (4:6, 4:6) წააგო გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან. აღსანიშნავია, რომ კოლშრაიბერს ზედიზედ 13 წაგება ჰქონდა ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულის ჩოგბურთელებთან, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ის 7:4-ს ამარცხებს ჩილიჩს.

ინდიან უელსის “მასტერსზე” ყველა მერვედფინალური წყვილი დაკომპლექტებულია. ყურადღებას იქცევს ის, რომ პირველ 10 ნომრად განთესილ ჩოგბურთელთაგან მერვედფინალამდე მხოლოდ სამმა მიაღწია: როჯერ ფედერერმა (1), ხუან მარტინ დელ პოტრომ (6) და კევინ ანდერსონმა (7).

მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-ჟერემი შარდი (საფ)
ჰიეონ ჩუნგი (კორ, 23)-პაბლო კუევასი (ურუ, 30)
ტაილერ ფრიტცი (აშშ)-ბორნა ჩორიჩი (ხორ)
პაბლო კარენიო ბუსტა (ესპ, 11)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 7)
ფელისიანო ლოპესი (ესპ, 28)-სემ კუერი (აშშ, 18)
მარკოს ბაღდატისი (არგ)-მილოშ რაონიჩი (კან, 32)
ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-ლეონარდო მაიერი (არგ)
პიერ-უგ ერბერი (საფ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 31)