ინაკი უილიამსს მამარდაშვილი კოშმარებში დაესიზმრება - ესპანური მედია გიორგის თამაშს გამოეხმაურა #1TVSPORT
ინაკი უილიამსს მამარდაშვილი კოშმარებში დაესიზმრება - ესპანური მედია გიორგის თამაშს გამოეხმაურა #1TVSPORT

„ვალენსიამ“ ბილბაოში „ატლეტიკთან“ მატჩი 2:2 დაასრულა, რაშიც შესანიშნავი თამაშით უდიდესი როლი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა. ამის შესახებ ესპანური გამოცემები წერენ.

lasprovincias – შესანიშნავი თამაში ჩაატარა

„ქართველმა ბილბაოში შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მიუხედავად მისი ბოლო დაუდევრობისა. გიორგი მამარდაშვილი დიდი მეკარეა. ამ კვირას მან ეს უკვე მეორად აჩვენა. მამარდაშვილს მოულოდნელად გაუღეს ელიტარული ლიგის კარი და მან საოცარი პროგრესით უპასუხა. ახლა მამარდაშვილი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეკარეა – რეფლექსებით და ფიზიკური კონდიციით.

ინაკი უილიამსს ალბათ მამარდაშვილი კოშმარად ესიზმრა. „ვალენსიას“ მეკარემ „ატლეტიკის“ სწრაფ თავდამსხმელს სამი გოლის გატანაში შეუშალა ხელი. ამას გარდა, მან გააჩერა დანი გარსიას დარტყმული ბურთი, რაც აუღებელი ჩანდა.

ასეთი თამაშების წყალობით, მამარდაშვილი ხოსე გაიასთან ერთად „ვალენსიას“ ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი ხდება. სპეციალიზებული პორტალის, Transfermarkt-ის ცნობით, ორივეს ღირებულება 30 მილიონი ევროა. არადა, ახალგაზრდა მეკარის ტრანსფერი „მესტალიაზე“ მოსვლისას 800 000 ევრო ღირდა“.

Relevo – მამარდაშვილი MVP-ია, რომელსაც მწარე გემო დარჩა

„ის იყო მატჩის MVP ხუთი საუკეთესო სეივით – მამარდაშვილი „სან მამესზე“ ძრავის გარეშე დაფრინავდა. ქართველმა ხუთი ძალიან მაგარი დარტყმა მოიგერია, დატოვა ამის ამსახველი ფატასტიკური ფოტოები და დაეხმარა გუნდს იმ წუთებში, როდესაც „ატლეტიკს“ ორი ბურთით დაწინაურება და მატჩის მოგება შეეძლო.

მიუხედავად ამისა, მატჩის MVP „ატლეტიკთან“ დაპირისპირების შემდეგ უკმაყოფილო იყო. გიორგი ამბიციურია და აცნობიერებს, რომ კარში მისი კლასი უდავოა, მაგრამ გამსოვლები უნდა გააუმჯობესოს. ეს აქტუალურია.

„ძალიან რთული თამაში იყო, დიახ, MVP გავხდი, მაგრამ ბოლო გოლის გამო მოედანს გაბრაზებული ვტოვებ“, – განაცხადა ქართველმა მეკარემ“.