იმრანი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერია #1TVSPORT
იმრანი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერი იმრან ულად-ომარია. Transafermarkt-ის განახლებული ფასებით, თბილისის „ლოკომოტივის“ შემტევი ნახევარმცველის ფასი 425 ათას ევრომდე გაიზარდა და ყველა ლეგიონერს გადაასწრო.

ცნობილი გერმანული სამენეჯერი ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, ნიდერლანდების მოქალაქეობის მქონე მაროკოელის სატრანსფერო ფასი 200 ათასი ევრო იყო, ახლა კი 225 ათასით გაიზარდა. მეორე-მესამე ადგილებს ერთნაირი ფასით (350 ათასი ევრო) „დინამო თბილისის“ ლეგიონერები, ფაბიან სპორქსლედე და ზორან მარუშიჩი იყოფენ.

ელიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერების ხუთეული

  1. იმრან ულად-ომარი (ლოკომოტივი) 0.425
  2. ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი) 0.350
  3. ფაბიან სპორქსლედე (დინამო თბილისი) 0.350
  4. მილანი რადინი (დინამო თბილისი) 0.300
  5. ლუკაშ გროცურეკი (ბათუმის დინამო) 0,300

„ლოკომოტივის“ 23 წლის ნახევარმცველი მაროკოელია, მაგრამ ნიდერლანდებში გაიზარდა და საქართველოში ჩამოსვლამდე რუმინეთის კლუბ „აკადემიკა კლინჩენიში“ თამაშობდა. ასევე გამოდიოდა ნიდერლანდულახილესსა“ და „დენ ბოსხში“, ასევე სლოვაკურ „ტრენჩინში“.

ის იშვიათი ლეგიონერია, რომელიც ძალიან სასარგებლოა და გუნდს შეეწყო. იმრან ულად-ომარმა თბილისურ კლუბში 11 თამაში ჩაატარა (მხოლოდ 1 შეცვლაზე) და მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე პასია.