იმნაძემ ყაზახეთში გაიტანა - „ქაირათის“ ქართველი ლეგიონერები ჩემპიონობას უახლოვდებიან #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერლიგაში ლუკა იმნაძემ „ქაისარს“ (სადაც გიორგი ქობულაძე თამაშობს) გოლი გაუტანა და „ყიზილ ჟარის“ დამაჯერებელ მოგებაში (6:2) თავისი წვლილი შეიტანა. იმნაძემ 80 წუთი ითამაშა, ქობულაძემ – შეუცვლელად.
ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას „ქაირათმა“ კი უშალო კონკურენტი „ორდაბასი“ 2:1 დაამარცხა. გადრანმა ეს მატჩი ტარვმის გამო გამოტოვა, ზარია კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
ამ მოგებით „ქაირათმა“ ყაზახერთის ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ალმათელებმა (44 ქულა) ერთი ქულით გადაასწრეს „ასტანას“, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს, „ორდაბასთან“ (39) უპირატესობა კი ხუთ ქულამდე გაზარდეს.