იმედგაცრუება - მბაპეს სტატისტიკა ლა ლიგის პირველ სამ ტურში #1TVSPORT
იმედგაცრუება - მბაპეს სტატისტიკა ლა ლიგის პირველ სამ ტურში #1TVSPORT

„რეალის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს დებიუტი ლა ლიგაში ჯერჯერობით ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ბევრი ელოდა. პსჟ-ის ყოფილმა თავდამსხმელმა სრულად ითამაშა მესამე ტურის მატჩი „ლას პალმასის“ წინააღმდეგ, მაგრამ ისევ ვერ შეძლო ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გოლის გატანა.

საერთო ჯამში, მბაპეს სტატისტიკა ლა ლიგის პირველ სამ მატჩში „მალიორკას“, „ვალიადოლიდისა“ და „ლას პალმასის“ წინააღმდეგ იმედგაცრუებას იწვევს:

0 გოლი

0 შედეგიანი პასი

0 შექმნილი მომენტი

17 დარტყმა

3 გაშვებული შანსი

სტატისტიკის გამოსწორება მბაპეს ლა ლიგას მე-4 ტურში „ბეტისთან“ საშინაო მატჩში შეეძლება, რომელიც კვირას, 1 სექტემბერს გაიმართება.