თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე იმან შამპერტი „ბრუკლინ ნეთსის“ ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესპნ”-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს.
ბრუკლინელებს გუნდის შემადგენლობაში ერთი კალათბურთელის დამატების უფლება აქვთ, მანამდე სანამ ვილსონ ჩენდლერს დისკვალიფიკაცია არ დაუსრულდება. იმან შამპერტი სხვადასხვა დროს „ნიუ იორკში“, „კლივლენდში“, „საკრამენტოსა“ და ბოლოს „ჰიუსტონში“ ასპარეზობდა.