იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი განახლდება, ბენ სიმონსი „ფილადელფიას“ დაუბრუნდება
იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი განახლდება, ბენ სიმონსი „ფილადელფიას“ დაუბრუნდება

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ყველა სპორტის სახეობამ სეზონები გაურკვეველი დროით შეაჩერა. გამონაკლისი არც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამჟამად რამდენეიმე გეგმას განიხილავს. შესაძლოა სეზონი კონკრეტულ ერთ ლოკაციაზე, განსაკუთრებული წესების დაცვით განახლდეს.

იმ შემთვევაში თუ ლიგამ მოახერხა სეზონის შენარჩუნება „ფილადელფიას“ გამთამაშებელი ბენ სიმონსი, რომელიც ამ დრომდე მხრის ტრავმას მკურნალობს გუნდის დახმარებას დიდი ალბათობით შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN ავრცელებს.