იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი არ განახლდება, ორგანიზაცია მილიარდი დოლარით იზარალებს
იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი არ განახლდება, ორგანიზაცია მილიარდი დოლარით იზარალებს

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს არნახული ზარალი მიაყენა. იზარალა თითქმის ყველა სფერომ, სპორტის ჩათვლით. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, ისევე როგორც სხვა ლიგები გაურკვეველი დროით არის შეჩერებული.

„ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა ზარალი შესაძლოა მიაყენოს პანდემიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას. იმ შემთხვევაში თუ სეზონი წელს ვერ განახლდება და მატჩები არ შედგება ეს ექსპერტების დასკვნით ორგანიზაციას მილიარდ დოლარზე მეტ ზარალს მიაყენებს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია უკვე ერთ თვეზე მეტია რაც შეჩერებულია. ამერიკის შეერთებული შტატები კი პანდემიის ეპიცენტრად არის ქცეული. კორონავირუსით შტატებში 643 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 28 000-ს აღემატება.