იმ მორაგბეთა ნაკრები, რომლებიც ტურნირს გამოეთიშნენ - გორგაძე ძირითად შემადგენლობაშია, გოგიჩაშვილი - სათადარიგოთა სკამზე
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, „მსოფლიო რაგბიმ“ ის მოთამაშეები გამოარჩია, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მათი გუნდები პლეიოფში ვერ გავიდნენ, ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესოები იყვნენ.
23 კაცში ორი ქართველი მოხვდა – ძირითად შემადგენლობაში რვა ნომრის პოზიციაზე ბექა გორგაძეა, ხოლო მარქაფაში – ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი.
„მსოფლიო რაგბი“ ახალგაზრდა ქართველ რვა ნომერს ასე ახასიათებს – „ბექა გორგაძე მამუკა გორგოძის ღირსეული შემცვლელია. მან 149 მეტრით წასწია ბურთი, გააკეთა ყველაზე მეტი ბოჭვა (38) და ყველაზე მეტჯერ აართვა მეტოქეს ბურთი (5), ვიდრე ყველა სხვა მისი პოზიციის მორაგბემ“.
სრული გუნდი ასე გამოიყურება – 1. ტეტაზ ჩაპარო (არგენტინა), 2. ჯო ტაუფეტე (აშშ), 3. მაიკლ ალაალატოა (სამოა), 4. გუიდო პეტი (არგენტინა), 5. ჯონი გრეი (შოტლანდია), 6. ხუან გამინარა (ურუგვაი), 7. ჯეიქ პოლედრი (იტალია), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 9. სანტიაგო არატა (ურუგვაი), 10. ფინ რასელი (შოტლანდია), 11. სემი რადრადრა (ფიჯი), 12. სიალე პიუტაუ (ტონგა), 13. ვაისეა ნაიათალევუ (ფიჯი), 14. მატია ბელინი (იტალია), 15. ტელუსა ვეაინუ (ტონგა).
მარქაფა – 16. ტორსტენ ფან იარსველდი (ნამიბია), 17. გურამ გოგიჩაშვილი (საქართველო), 18. კირილ გოტოვცევი (რუსეთი), 19. ანდრეი ოსტრიკოვი (რუსეთი), 20. ლუკას რამბოლი (კანადა), 21. რუბენ დე ჰაასი (აშშ), 22. ჰელარიუს კისტინგი (ნამიბია), 23. ალაპატი ლეიუა (სამოა)