25 ივლისს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „სამტრედია“ „დინამო თბილისს“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.
„სამტრედია“ „დინამოსთან“ მატჩისთვის სამტრედიაში ემზადება და იმედი აქვს, რომ სატურნირო მდგომარეობას გაიუმჯობესებს.
ბოლო ორი ტურია, გუნდში არ გამოჩენილა შემტევი ნახევარმცველი გიორგი ილურიძე. როგორც გაირკვა, მან ოპერაცია გაიკეთა.
„სამტერდიას“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გიორგი ილურიძემ მხარზე ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ჯერ უცნობია, გიორგი მოედანს როდის დაუბრუნდება.