ილქაი გიუნდოგანი შეიძლება ყატარის ჩემპიონატში გადავიდეს #1TVSPORT

10:57, 23.07.2024

„ბარსელონასა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა, შესაძლოა, კარიერა ყატარში გააგრძელოს.

გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ 33 წლის ფეხბურთელმა სამწლიანი კონტრაქტის სახით წინადადება მიიღო „ალ-სადისგან“. აღნიშნავენ, რომ გერმანელი ფეხბურთელი განიხილავს ყატარული კლუბის წინადადებას.

გიუნდოგანის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ნახევარმცველმა 2023-24 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი