ილიას ზუროსი უკრაინასთან მატჩის წინ - მძიმე მატჩი იქნება ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები 1 ივლისს რიგაში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინა ღამით ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის კომენტარი ასეთი იყო:
„დავასრულეთ მზადება უკრაინასთან მატჩისთვის. კმაყოფილი ვარ ყველა მოთამაშის შრომით, რაც მათ ამ დღეებში გასწიეს. კმაყოფილი ვარ კონცენტრაციით, მოგების წყურვილით.
მძიმე მატჩი იქნება ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. გუნდის, რომელსაც შეუძლია პერიმეტრიდან ჩაგდება. ამასთან, აქვს დიდი სიმაღლე ფარქვეშ.
თუმცა ჩვენი კალათბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯებიან. ეს მოგება გვჭირდება მომდევნო ეტაპისთვის.
იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება და გამარჯვებას მივაღწევთ“.
უკრაინა-საქართველოს მატჩი 1 ივლისს 20 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.