ილიას ზუროსი - მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ამ რთულ პერიოდში მოვიდა და ენერგია შეგვმატა #1TVSPORT
უკრაინასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა კომენტარი პირველ არხთან გააკეთა:
„მადლობელი ვარ გულშემატკივრების, რომლებიც მსოფლიოსთვის ამ მძიმე დროს მოვიდნენ. თორნიკეს ერთმანეთის მიყოლებით ორი თამაში ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა. როცა საუკეთესო კალათბურთელები ჩამოდიან, დიდი ბიძგია დანარჩენებისთვის. სხვებს არ აქვთ დიდ ტურნირებში თამაშის გამოცდილება. თორნიკემ და სხვა ლიდერებმა, ბექა ბურჯანაძემ, გიო შერმადინმა, თად მაკფადენმა თამაშში ყველაფერი ჩადეს.
უკრაინის ნაკრები კარგი გუნდია. ეს დღესაც დაამტკიცა – ბოლო წამებამდე იბრძოლა და დიდი თავსატეხი გაგვიჩინა“.