UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ამერიკელ ჯოშ ემეტთან გამარჯვების შემდეგ ქვემსუბუქი წონის რეიტინგში დაწინაურდა და ახლა მეხუთე ადგილს იკავებს.
26 წლის თოფურიამ 24 ივნისს ჯექსონვილში გამართულ ბრძოლაში ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ამ დაპირისპირებაში ილიამ UFC-ის ორი რეკორდი გაიმეორა – რეფერიმ მის სასარგებლოდ 50-42 დაწერა, ხოლო მეოთხე რაუნდში მისი გამოსვლა 10-7 შეაფასა.
ქართველი მებრძოლი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია MMA-ში. მან კარიერის მანძილზე 14 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მათგანში გაიმარჯვა. ილიამ ოთხჯერ ნოკაუტით მოიგო, რვაჯერ – საბმიშენით, ხოლო ორჯერ – მსაჯების გადაწყვეტილებით. უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში მისი ბალანსია 6:0.
ქვემსუბუქი წონის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე რეიტინგში დაქვეითდა და ამჟამად მეცხრე ადგილს იკავებს. სწორედ ამ პოზიციაზე იყო თოფურია ემეტთან გამარჯვებამდე.
როგორც ილია აცხადებს, შემდეგ ბრძოლას ან ჩემპიონის ტიტულისთვის ჩაატარებს, ან ესპანეთში მაქს ჰოლოვეისთან იჩხუბებს, რომელიც რეიტინგში მეორეა.
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ათეული:
ჩემპიონი – ალექსანდერ ვოლკანოვსკი
1. იარი როდრიგესი
2. მაქს ჰოლოვეი
3. ბრაიან ორტეგა
4. არნოლდ ალენი
5. ილია თოფურია
6. ჯოშ ემეტი
7. კალვინ კატარი
8. ჩან სუნ ჯუნი
9. გიგა ჭიკაძე
10. მოვსარ ევლოევი