ილია თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება - ოფიციალურად ჯერ უცნობია, წარადგენს თუ არა ჩემპიონი UFC-ის ქამარს #1TVSPORT
ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება – ეს თავად სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
თუმცა წარადგენს თუ არა თოფურია მატჩის დაწყებამდე ჩემპიონის ქამარს (ამისათვის UFC-ის ნებართვაა საჭირო), ჯერჯერობით უცნობია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ილია თოფურიამ 2024 წლის 18 თებერვალს ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.