ილია თოფურია - საჩემპიონო ქამრის დასაცავად, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის ვიქნები მზად #1TVSPORT
UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ MMA-ის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გადაცემაში, The MMA Hour-ში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
როგორც ქვემსუბუქი წონის 27 წლის ჩემპიონი აცხადებს, ქამრის დასაცავად მზად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის იქნება.
„შემდეგი ბრძოლისთვის, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის მზად ვიქნები. დიდი ალბათობით, საჩემპიონო ქამარს ლას ვეგასში დავიცავ. რაც შეეხება ესპანეთში ბრძოლას, ეს ყველაფერი 2025 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.
ჩემი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. გავხდები პირველი მებრძოლი, ვინც მას ნოკაუტით დაამარცხებს, შემდეგ კი UFC-ის ესპანეთში მივიწვევ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბრძოლა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგეს, უბრალოდ, ეს დროის ამბავია“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.