ილია თოფურია - ჩემი მიზანია, ოქტაგონზე სექტემბერში დავბრუნდე #1TVSPORT
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე დაბრუნებას სექტემბერში აპირებს.
ცოტა ხნის წინ თოფურია მაქს ჰოლოუეიმ გამოიწვია, რომელმაც მარტში დასტინ გეიჯი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდა.
„მსურს, ოქტაგონზე სექტემბერში დავბრუნდე, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ჰოლოუეის ექნება. თუ ის მზად იქნება, აუცილებლად შევხვდები, ხოლო თუ გამოსვლას ვერ მოახერხებს, წლის ბოლომდე დავიცდი. მსურს, რაც შეიძლება მალე დავიცვა ქამარი, რადგან მომავალ წელს ბრძოლის გამართვას ესპანეთში ვგეგმავ“, – განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია MMA-ის კარიერაში დაუმარცხებელია. 18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში მან ალექსანდრ ვოლკანოვსკის სძლია.