ილია სულამანიძემ მსოფლიო პირველობა მარტივი გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს 100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანის შემდეგ ტატამზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე გამოვიდა.
იგი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე ეტაპზე გერმანელი დანიელ ჰერბსტი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
იგივე ეტაპზეა გასული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.