ილია ბერიაშვილმა უნგრეთში გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - ვაისმა კაშია დაასვენა [ვიდეო] #1TVSPORT
სლოვაკეთის ლიგაში ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჩემპიონთა ლიგაზე დამღლელი მატჩის შემდეგ გურამ კაშია „ტრენჩინთან“ შეხვედრაში დაასვენა – მატჩი 1:1 დასრულდა.
უნგრეთის ჩემპიონატში ნიკა კვეკვესკირის „ნირეგიჰაზა“ შინ „დიოშგიორთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა მატჩი გამოტოვა.
ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა ბუდაპეშტის მტკ-ში და „კეჩკემეტთან“ მოგებაში (3:1) დიდი როლი შეასრულა. ქართველმა უკანახაზელმა დაცვაში საიმედოდ ითამაშა, ხოლო 87-ე წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
24 წლის ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში თავი მეორედ გამოიჩინა და Flashscore-ისგან ყველაზე მაღალი შეფასება, 8.9 ქულა მიიღო, ისევ როგორც sofascore-ისგან – 8.6 ქულა. ბერიაშვილი ორივე ვებგვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.
„ილია ბერიაშვილმა „კეჩკემეტის“ თავდამსხმელების ბევრი სახიფათო შეტევა შეაჩერა, ხოლო მატჩის მიწურულს შეტევაშიც ჩერთო, ერთ-ერთი კუთხურის დროს მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და გოლის გატანაც მოახერხა“, – ასეთია უნგრული გამოცემა Nemzetisport-ის შეფასება.