Il Tempo - „ლივერპულის“ გულშემატკივრები რომში არეულობის მოწყობას აპირებენ
Il Tempo - „ლივერპულის“ გულშემატკივრები რომში არეულობის მოწყობას აპირებენ

„ლივერპულის“ ხუთი ათასი გულშემატკივარი აპირებს დაესწროს რომში ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს. ფანების დიდი ნაწილი იტალიის დედაქალაქში არეულობის მოწყობას აპირებს, – წერს გაზეთი Il Tempo.

ამასთან დაკავშირებით, პარასკევს, რომისა და ლივერპულის პოლიციელები საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ ერთობლივი მოქმედებები უსაფრთხოების დასაცავად.

ჟურნალისტების ინფორმაციით, პოლიციელები შიშობენ, რომ ლივერპულელი ფანები შურისძიების გადახდას ეცდებიან რომაელთა თავდასხმების გამო, რისი მიზეზითაც კრიტიკულ მდგომარეობაშია 53 წლის შონ კოქსი.
2 მაისს გასამართი მატჩის დღეს, რომში წესრიგს დაიცავს ათასზე მეტი პოლიციელი.