Il mattino – შეუძლებელია, პსჟ-ის ინტერესზე კვარაცხელიას აგენტის განცხადებამ აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს #1TVSPORT
Il mattino – შეუძლებელია, პსჟ-ის ინტერესზე კვარაცხელიას აგენტის განცხადებამ აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს #1TVSPORT

„ნაპოლის“ სატრანსფერო საგა გრძელდება. ვიქტორ ოსიმენისა და პიოტრ ზელინსკის შემდეგ, არ არის გამორიცხული, გუნდი ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს, – ინფორმაციას ll mattino ავრცელებს.

„ოსიმენი ტოვებს „ნაპოლის“, ასევე ზელინსკი და არ არის გამორიცხული, გუნდი კვარაცხელიამაც შეიცვალოს. ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, ამ ზაფხულს ამბიციური გუნდის სამიზნე გახდეს, რომელიც გაძლიერებას ცდილობს. ამ კლუბებს შორისაა „პარი სენ-ჟერმენი“, გუნდი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კილიან მბაპეს დაკარგავს და გაძლიერების მიზნით მოწვეულ ფეხბურთელთა შორის ხვიჩა კვარაცხელია მოიაზრება.

ეს სურვილი არ უარყო ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა: „საუდის არაბეთის ინტერესი კვარაცხელიას მიმართ რეალობას არ შეესაბამება. არის პსჟ-ის ინტერესი და შეთავაზება, მაგრამ ყველაფერი „ნაპოლისა“ და მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“.

შეუძლებელია, პსჟ-ის ინტერესზე გამოცემა LaGazzetta.ge-სთან კვარაცხელიას აგენტის განცხადებამ აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს. „მაგიდაზე“ დადებული შემოთავაზება მნიშვნელოვანია – 100 მილიონი ევრო.

მოთამაშის მომავალი შეიძლება მალე გადაწყდეს, თუ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თანხის გამომუშავებას არამხოლოდ ოსიმენის გაყიდვით გადაწყვეტს“, – წერს ll mattino.