Il Mattino - კალცონას კვარაცხელიას პროტესტი არ მოეწონა, „ნაპოლის“ პრეზიდენტი კი ქართველის დასჯაზე ფიქრობს #1TVSPORT
გაზეთ Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ვარაუდობს, რომ „ბარსელონასთან“ მატჩში შეცვლის დროს მისი რეაქციის გამო „ნაპოლი“ ქართველ თავდამსხმელს დასჯის.
„ნაპოლისთვის“ „ბარსელონასთან“ ფრე დადებითი შედეგია ემოციური იმპულსისა და მეტოქეების სიძლიერის გათვალისწინებით. „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ ნეაპოლელთა თამაშში დისონანსი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.
ჩანაცვლების დროს ქართველმა ფეხბურთელმა ვერ დაფარა უკმაყოფილება კალცონას გადაწყვეტილების გამო. გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას რეაქცია არ მოეწონა არც მწვრთნელს და არც კლუბს, რომელიც ფეხბურთელის დასჯის შესაძლებლობას განიხილავს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ ეს უკვე გააკეთა „ჯენოა“ -„ნაპოლის“ მატჩის ბოლოს, რომელიც 2:2 დასრულდა. ის შეცვალეს და მიუხედავად იმისა, რომ იტალიურად ცუდად ლაპარაკობს, თქვა: „კი მაგრამ რატომ გამიყვანე?“ შემდეგ იგივე გააკეთეს პოლიტანომ, ოსიმენმა და ციხე ნელ-ნელა დაინგრა. ახლა იგივე კიდევ ერთხელ მოხდა – ქართველი გაღიზიანდა, როდესაც კალცონამ „ბარსელონასთან“ მისი შეცვლა გადაწყვიტა. მატჩის რეპორტაჟის დროს ეს ყველასთვის თვალში საცემი იყო.
კალცონა გაბრაზებულია ქართველის რეაქციის გამო და მატჩის მეორე დღეს, ვარჯიშის წინ ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდა. ის კვარაცხელიას ესაუბრა და განუმარტა, რომ მსგავს ჟესტს არ მოიწონებს და უთხრა, რომ გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდი.
კლუბში მსჯელობენ, უნდა დაჯარიმდეს თუ არა ფეხბურთელი და ეს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში განიხილეს. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ გარემარბი, სასჯელის სახით, „კალიარისთან“ მატჩის დროს სკამზე დასვან“, – ამტკიცებს გაზეთი Il Mattino.