“პორტუს” ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა, შესაძლოა, MLS-ის კლუბ “ჩიკაგო ფაირში” გააგრძელოს კარიერა, – იტყობინება გაზეთი Washington Post. თითქმის გადაწყვეტილია, რომ უახლოეს ხანში კასილიასი პორტუგალიური კლუბიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს. პრესის ცნობით, მას კონფლიქტი აქვს სამწვრთნელო შტაბთან სათამაშო დროის გამო.
უფრო ადრე, 36 წლის ესპანელმა გამოაცხადა, რომ შეიძლება MLS-ში გადავიდეს სათამაშოდ. კასილიასი აღნიშნავდა, რომ მეგობრები, რომლებიც ჩრდილოამერიკულ ლიგაში გამოდიან, პოზიტიურად აფასებენ ამ ტურნირს.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაუშვა.