მილანის „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი ვერ ითამაშებს 2019 წლის კოპა ამერიკაზე. „თი ვაი სი სპორტსის“ (TyC Sports) ინფორმაციით, ფორვარდს არ შეიყვანენ საბოლოო განაცხადში იმის მიუხედავად, რომ ის მოხვდა გაფართოებულ სიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან შვიდ ივლისამდე გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა კოლუმბიის, პარაგვაისა და ყატარის წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, იკარდიმ გამოტოვა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი.