იკარდის „იუვენტუსში“ გაყიდვის შემთხვევაში, „პსჟ“ „ინტერს“ დამატებით 15 მილიონ ევროს გადაუხდის
„პარი სენ-ჟერმენი“ ვალდებული იქნება მილანის „ინტერს“ დამატებით 15 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ მაურო იკარდის სერია ა-ს რომელიმე კლუბში გაყიდის. ამ ინფორმაციას „კორიერე დელო სპორტი“ ავრცელებს.
იკარდი „ინტერს“ ეკუთვნის, თუმცა 2019 წლის სექტემბრიდან იჯარის წესით პარიზულ გუნდში თამაშობს. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვგებულობთ, 27 წლის ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნება სურს. კერძოდ, მისი გადაბირებით დაინტერესებულია ტურინის „იუვენტუსი“.
ამავე დროს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „პსჟ“-ს იკარდის ყიდვა სურს 70 მილიონ ევროდ, რათა შემდეგ ის „იუვენტუსს“ მიჰყიდოს.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა საფრანგეთის ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე მან ხუთჯერ გამოიჩინა თავი.