„პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელ შემტევს მაურო იკარდის ტურინულ გრანდში გადასვლა სურს, – იტყობინება Tuttosport.
შეგახსენებთ, რომ ფორვარდი „ინტერიდან” ფრანგულ კლუბში იჯარის წესით არის გადასული. წყაროს ცნობით პარიზელები მის გამოსყიდვაში მზად არიან 70 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ იკარდის „იუვენტუსში“ თამაში სურს.
ამ ინფორმაციას არ უარყოფს ფეხბურთელის აგენტი ვანდა ვარა. როგორც მოგეხსენებათ, ტურინულ კლუბში არაერთი შემტევი ასპარეზობს და ეს ტრანსფერი ნაკლებსავარაუდოა, განხორციელდეს.