მილანის „ინტერმა“ თავის კაპიტანს, მაურო იკარდის 2023 წლის ზაფხულამდე, წელიწადში 6 მილიონი ევროს ხელფასით ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ეს მიმდინარე კონტრაქტთან შედარებით 1.5 მილიონით მეტია,
მაგრამ არგენტინელი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელს სურს კონტრაქტში შეიტანოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გამოსასყიდი თანხის ოდენობა 110 მილიონი ევრო იქნება, ეს კი კლუბს არ მოსწონს.
ორი დღის წინ, იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდამ განაცხადა, რომ მხარეები შორს არიან გარიგების დადებასთან. ადრე იკარდის მიმართ ინგლისური კლუბების ინტერესზე იტყობინებოდნენ.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია A-ში 13 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.