იჯარა გამოსყიდვის უფლებით - ნიკა გაგნიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკა გაგნიძე „უმრანიესფორის” მოთამაშეა – გორის „დილას“ კაპიტნის ტრანსფერი თურქეთის სუპერლიგაში გასულ სეზონში დაწინაურებული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა და ტრანსფერის დეტალები გაასაჯაროვა.
„ჩვენმა კლუბმა შეყიდვის ოფციით გორის „დილას“ 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე იჯარით დაიმატა. მივესალმებით ნიკას და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია „უმრანიესპორის“ ოფიციალურ გვერდზე.
ნიკა გაგნიძე 21 წლისაა. გორში გაზრდილი ფეხბურთელი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. „დილას” ძირითად გუნდში 2019 წლიდან თამაშობს.
„კლუბის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ „დილა“ დატოვა და კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ „უმრანიესპორში“ გააგრძელებს. მადლობას ვუხდით ჩვენს კაპიტანს ჩვენი გუნდის მაისურით ჩატარებული თითოეული მატჩისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, – წერია „დილას“ მიმართვაში.
ნიკა გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, „დილას“ ძირითადი გუნდის ღირსებას კი 2019 წლიდან იცავდა, არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.
შეგახსენებთ, რომ თუქეთის სუპერლიგაში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორში“, ხოლო გიორგი ბერიძე წელს „ანკარაგუჯუში“ ჩაირიცხა.