იტალიაში გარდაცვლილი გიორგი ფერაძის ახლობლები იტალიური მხარის გამოძიების შედეგებს ელოდებიან
იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის გიორგი ფერაძის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით იტალიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
ახლობლების განცხადებით, გიორგი ფერაძე იტალიაში სამუშაოდ ოთხი თვის წინ წავიდა. მათივე თქმით, გარდაცვლილს ოჯახის დახმარება სურდა.
„ოჯახს ძალიან უჭირს, მოხუცი ბებიის პენსიით არსებობს. სახლი დანგრევის პირასაა. უკიდურესად გაჭირვებულები არიან, მაღაზიაში რომ გადახვიდეთ, ნახავთ მარტო ნისია რამდენი აქვთ. ბიჭმა აქ სამუშაო ვერ იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა”,- აცხადებს პირველ არხთან გარდაცვლილის ნათესავი მარიამ მარგველაშვილი.
გიორგი ფერაძე იტალიაში 18 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ზღვამ გამორიყა. ფერაძე წარმოშობით ბაღდათიდანაა. ოჯახი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ცხოვრობს.