იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში „იუვენტუსი“ „ლეჩეს” სტუმრობდა, რომელშიც ტურინელთა შემტევმა გონსალო იგუაინმა მოწინააღმდეგის მეკარესთან დაჯახების შედეგად თავზე დაზიანება მიიღო.
Corriere della Sera-ს ცნობით, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებამ სერიოზული არაფერი აჩვენა და არგენტინელს შეუძლია მომავალ მატჩშიც მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ცხრა ტურის შემდეგ სერია ა-ს 23 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს 22 ქულით მილანის „ინტერი“ იკავებს.