როგორც მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინი „იუვენტუსის“ საკუთრებაა. გასულ ზაფხულს „ბებერმა ქალბატონმა“ იგუაინი „მილანში“ გაანათხოვრა, სადაც მან რამდენიმე თვე ითამაშა, ამის შემდეგ კი გონსალო „ჩელსიში“ გაუშვეს იჯარით.
უნდა აღინიშნოს, რომ „პიპიტა“ ვერც „მილანს“ და ვერც „ჩელსის“ ვერ მოერგო. სწორედ ამიტომ, ლონდონელები მის დატოვებას არ აპირებენ და ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ, გონსალო „იუვეში“ დაბრუნდება.
თავის მხრივ, არც „ბიანკონერს“ სურს მისი დაბრუნება, რადგან გუნდში ისედაც ბევრი თავდამსხმელია, თანაც „იუვე“ მაურო იკარდის შეძენას აპირებს, შესაბამისად, იგუაინის ადგილი ტურინში ფაქტობრივად აღარაა.
ჯერჯერობით ტურინელთა ხელმძღვანელობას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სავარაუდოდ, „ბებერი ქალბატონი“ არგენტინელს იჯარით აღარ გაუშვებს და საბოლოოდ გაყიდის მას.