იგუაინი „მილანში“ გადავიდა, ბონუჩი - „იუვენტუსში“
იგუაინი „მილანში“ გადავიდა, ბონუჩი - „იუვენტუსში“

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი გონსალო იგუაინი მილანში ჩავიდა „მილანთან“ თავისი ტრანსფერის დასასრულებლად. ქალაქში მას ათობით გულშემატკივარი დახვდა. არგენტინელი ხუთშაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც, ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებენ.

ადრე, მხარეებმა შეათანხმეს გარიგების დეტალები. „მილანი“ 18 მილიონ ევროს გადაიხდის იგუაინის ერთწლიან იჯარაში, გაისად კი 36 მილიონ ევროდ გამოისყიდის არგენტინელს. ფორვარდი “მილანში” 9.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს სეზონში. ამ თანხიდან მილიონს „იუვენტუსი“ გადაიხდის.

გარდა ამისა, „მილანი“ მცველ მატია კალდარას მიიღებს. „იუვენტუსში“ კი დაბრუნდება ლეონარდო ბონუჩი. თავიანთი ცენტრალური მცველები კლუბებმა 35-35 მილიონ ევროდ შეაფასეს, ამიტომაც თანაბარი გაცვლა შედგა. ბონუჩიმ „იუვენტუსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს. კალდარას კონტრაქტიც ხუთწლიანია, მაგრამ 2-მილიონიანი ანაზღაურებით.