იგუაინი „იუვენტუსის“ გეგმებში არ შედის
იგუაინი „იუვენტუსის“ გეგმებში არ შედის

ტურინის „იუვენტუსის“ საკუთრებაში მყოფი გონსალო იგუაინი, იჯარის წესით ლონდონის „ჩელსის“ რიგებში ასპარეზობს. „არისტოკრატებს“ ორი ვარიანტი აქვთ – პირველ შემთხვევაში, ლონდონურ გრანდს შეუძლია, რომ არგენტინელი ფორვარდი იყიდოს ან მისი იჯარა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს.

რადიონ სპრტივა“ (Radio Sportiva) ცნობით, იტალიური გრანდის სამომავლო გეგმები იგუაინს არ უკავშირდება. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი გონსალოს ანაზღაურებაა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ „ჩელსი“ არგენტინელ ფორვარდს აუცილებლად იყიდის.