გონსალო იგუაინი „ჩელსის“ ფეხბურთელია. არგენტინელი ლონდონურ კლუბში იჯარით გადავიდა.
იგუაინმა სეზონის პირველი ნახევარი „მილანის“ შემადგენლობაში გაატარა და 22 შეხვედრაში რვა გოლის გატანა მოახერხა.
31 წლის თავდამსხმელი კვლავ მაურიციო სარისთან ერთად იმუშავებს, რომელიც მისი მწვრთნელი „ნაპოლიშიც“ იყო.
„როდესაც „ჩელსიში“ გადასვლის შანსი გამიჩნდა, არ ბევრი არ მიფიქრია. ეს გუნდი ყოველთვის მომწონდა, შესანიშნავ არენაზე და რაც მთავარია პრემიერ ლიგაში ვითამაშებ. ჩემპიონატში, სადაც ასპარეზობა ყოველთვის მსურდა“, – განაცხადა იგუაინმა.