იგეგმება ინგლისისა და შოტლანდიის ჩემპიონატების გაერთიანება #1TVSPORT
იგეგმება ინგლისისა და შოტლანდიის ჩემპიონატების გაერთიანება #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი ჩემპიონატების რეფორმირებას გეგმავენ. გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, რეგიონში შეიძლება გაჩნდეს საერთო ბრიტანული ლიგა, რომელიც შეცვლის ინგლისისა და შოტლანდიის ჩემპიონატებს.

აღნიშნავენ, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს შოტლანდიურმა გრანდებმა – „სელტიკმა“ და „რეინჯერსმა“. ამასთან, ამ იდეას მხარს დაუჭერენ ფიფა, უეფა და ბრიტანეთის მთავრობა.

გეგმის მიხედვით, ვარაუდობენ უმაღლეს დივიზიონში გუნდების რაოდენობის შემცირებას 20-დან 18-მდე, სეზონის ბოლოს კი გაიმართება პლეი ოფი ოთხი გუნდის მონაწილეობით.

„იმის მიუხედავად, რეალიზებული იქნება თუ არა სუპერლიგის პროექტი, ვგრძნობთ, რომ პრემიერლიგა უნდა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს“, – წერს „სანი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით.