იგა შვიოტეკს ქალთა ტურში ისტორიული დომინირება აქვს #1TVSPORT
იგა შვიოტეკს ქალთა ტურში ისტორიული დომინირება აქვს #1TVSPORT

პოლონელი იგა შვიოტეკი „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი გახდა. 21 წლის ჩოგბურთელმა გაიმეორა 2020 წელს როლან გაროსზე ნაჩვენები შედეგი, როცა ფინალში 18 წლის ამერიკელი კოკო გაუფი 6:1 6:3 გაანადგურა.

მთელი მატჩის განმავლობაში შვიოტეკს მხოლოდ ერთხელ შეექმნა პრობლემები, როცა მეორე სეტის სტარტზე გაუფმა შეხვედრაში ერთადერთი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ბრეიკი შეასრულა, რითაც 2:0 დაწინაურება მოახერხა. მაგრამ პოლონელმა იქვე დაიბრუნა ინიციატივა და სულ მალე თასიც ჩაიბარა.

მთელი ტურნირის განმავლობაში შვიოტეკმა ერთადერთი სეტი წააგო და გააგრძელა ქალთა ტურში დომინირება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ისტორიაში. აი, ასე გამოიყურება მისი მიმდინარე სტატისტიკა:

* ზედიზედ 35 მოგება – ეს მესამე ყველაზე გრძელი სერიაა ისტორიაში. მას უსწრებენ მონიკა სელეში (36), მარტინა ჰინგისი (37), კრის ევერტი (55), მარგარეტ კორტი (57), შტეფი გრაფი (66) და მარტინა ნავრატილოვა (74).

* ზედიზედ ექვსი ტიტული – დოჰა, ინდიან უელსი, მაიამი, შტუტგარტი, რომი და როლან გაროსი.

* წაუგებლად განვლილი გრუნტის სეზონი – 16 მოგებული მატჩი და მხოლოდ ორი სეტი წაგებული სეტი.

ახლა, შვიოტეკს 8631 ქულა ექნება რეიტინგში, რაც თითქმის ორჯერ მეტია ანეტ კონტავეიტის მაჩვენებელზე (4325), რომელიც კლასიფიკაციაში მეორე ადგილზეა.