იერუსალიმის საფეხბურთო კლუბმა “ბეითარმა” ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ სახელწოდება შეიცვალა, რითაც მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო.
“70 წელი ელოდა იერუსალიმი საერთაშორისო აღიარებას – იქამდე, სანამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ აღიარა ქალაქი ისრაელის დედაქალაქად. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის ხალხისა და მისი დედაქალაქის მიმართ ნამდვილი სიმამაცე და სიყვარული გამოავლინა. “ბეითარი” ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და ის მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ამიერიდან, კლუბის სახელი იქნება – “ბეითარ ტრამპ იერუსალიმი”, – იტყობინება კლუბის პრეს-სამსახური.
“ბეითარი” ისრაელის ექვსგზის ჩემპიონია.