იენს სტრიუგერ ლარსენი – „იბერია“ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ თბილისში მოსაგებად ჩამოვედით #1TVSPORT
თბილისის „იბერიასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე შვედური „მალმეს“ მცველმა, იენს სტრიუგერ ლარსენმა ისაუბრა.
„ბედნიერი ვარ, რომ „მალმესთან“ ერთად აქ ვიმყოფები. ხვალინდელი შეხვედრის წინ განწყობა ძალიან კარგია და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე – ასეთ ტურნირზე იოლი თამაში არავის ელის.
„იბერიის“ მატჩები ვნახეთ და აშკარაა, რომ ძლიერი მეტოქეა. საკუთარ მოედანზე, გულშემატკივრების მხარდაჭერით, ნებისმიერი გუნდი საშიშია, მაგრამ ჩვენ თბილისში გამარჯვებისთვის ჩამოვედით“, – ამბობს „მალმეს“ დანიელი ლეგიონერი.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია“ შვედეთის ჩემპიონ „მალმეს“ 8 ივლისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.