იეჟი დუდეკი - მესი და „ბარსელონა“ დიდი პროვოკატორები იყვნენ
იეჟი დუდეკი - მესი და „ბარსელონა“ დიდი პროვოკატორები იყვნენ

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარე იეჟი დუდეკმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მკვეთრი ფორმით მოიხსენია „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი. პოლონელი მეკარის სიტყვებით, არგენტინელი და მთელი „ბარსა“ მატჩების დროს მეტოქეთა პროვოცირებას ეწეოდნენ.

„ის უსიამოვნო პროვოკატორი იყო, ისევე როგორც მთელი „ბარსელონა“ და პეპ გვარდიოლა“, – მოჰყავს დუდეკის სიტყვები „მარკას“. – „ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, პროვოკაციისთვის და სრულყოფილად აკეთებდნენ ამას. ეს ტკივილს აყენებდა ჟოზე მოურინიოსა და მთელ გუნდს. მე ვხედავდი, როგორ ეუბნებოდა მესი უწმაწურ სიტყვებს პეპესა და სერხიო რამოსს. ისეთ სიტყვებს, როგორსაც არ ელოდები მშვიდი და ერთი შეხედვით სასიამოვნო ადამიანისგან.

კრიშტიანო რონალდო ქედმაღალი ადამიანია, მაგრამ მოედნის მიღმა ნორმალური ბიჭია. გააჩნია მებრძოლისა და გამარჯვებულის დაუჯერებელი ხასიათი. მას ურჩევნია გაიტანოს და 2:1 მოიგოს, ვიდრე სხვისი გოლებით 5:0 გაიმარჯვოს“.

დუდეკი „რეალში“ 2007-11 წლებში თამაშობდა. ოთხ სეზონში მან ორი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და 10 – დანარჩენ ტურნირებში.