იდეალურ შემთხვევაში, სამი კვირა ვერ ითამაშებს - ლოჩოშვილს ცხვირის მოტეხილობა დაუდასტურდა #1TVSPORT
იდეალურ შემთხვევაში, სამი კვირა ვერ ითამაშებს - ლოჩოშვილს ცხვირის მოტეხილობა დაუდასტურდა #1TVSPORT

დღეს ავსტრიის თასის ნახევარფინალური შეხვედარ გაიმართება – „ვოლფსბერგერი“ „ლავანტალ არენაზე“ ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს. საქართველოს ნაკრების მცველი ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრაში დაშავდა და მე-6 წუთზე „ვოლფსბერგერის“ მწვრთნელი იძულებული გახდა, ლუკა ლოჩოშვილი შეეცვალა.

„ავსტრიას“ მცველ მარვინ მარტინსთან შეჯახების შემდეგ ლუკა დაშავდა და მოედანი საკაცით დატოვა. საბედნიეროდ, წინასწარი დიაგნოზი, ტვინის შერყევა არ დადასტურდა. ამის შესახებ „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა, რობინ დუტიმსქაი-ავსტრიას“ გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა:

„საბედნიეროდ, ლუკა ლოჩოშვილის ტვინის შერყევა არ დაუდასტურდა, მაგრამ ცხვირის მოტეხილი აქვს. ახლა თავს კარგად ვერ გრძნობს, მაგრამ ეს გაივლის. ვფიქრობ, იდეალურ შემთხვევაში, სამი კვირა ვერ ითამაშებს, შესაძლოა, უფრო მეტიც, ოთხი ან ხუთი კვირა“, – განაცხადა „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა.

ვოლფსბერგერისა“ და „ზალცბურგის“ წყვილის გამარჯვებული ავსტრიის თასის ფინალში „რიდს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ჰარტბერგი“ 2:1 დაამარცხა. თასის ფინალი პირველ მაისს გაიმართება.