„მილანის“ 41 წლის თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა, რატომ არ ასრულებს საფეხბურთო კარიერას და აღნიშნა, რომ აქტიურ სპორტში სხვებზე ზრუნვის გამო რჩება:
„საკუთარი ტალანტის დემონსტრირება ჩემთვის არ არის რაღაც პირადი. მსურს, საკუთარი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიარო, გადავცე მათ ყველაფერი, რაც გამაჩნია. ეს ჩემი გამოწვევაა, ჩემი მიზანია.
აქ საკუთარ ეგოზე არ არის საუბარი. მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ვფიქრობდე, ახლა სადმე კუნძულზე ვიცხოვრებდი და სიგარას მოვწევდი. დიახ, მე 41 წლის ვარ, „მილანში“ ვთამაშობ და კარიერის მწვერვალზე ვიმყოფები“.