„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
მხარეებმა ახალ ერთწლიან ხელშეკრულებაზე მოილაპარაკეს, – იტყობინება MilanNews და კიდევ სხვა რამდენიმე წყარო.
„როსონერი“ შვედ ფორვარდთან რამდენიმე კვირა აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ბოლო დღეებში მიაღწიეს შეთანხმებას.
ოფიციალურად, 39 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ უახლოეს დროში გამოცხადდება.
ამ სეზონში სერია A-ს 16 მატჩში იბრაჰიმოვიჩმა 15 გოლი გაიტანა.